|
2022-10-07 22:03:52, 1422 ნახვა
პოლიტიკა
ჩარკვიანი - 10 ოქტომბრის აქციაზე ნიკანორ მელიას მესიჯბოქსი იყო : „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის"
10 ოქტომბრის აქციაზე ნიკანორ მელიას მესიჯბოქსი იყო: "არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის". - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისივე თქმით, იგივე ბევრჯერ გაიმეორა ნიკა მელიამ და რამდენჯერმე დაშალა 50-ათასიანი აქცია. "ახლა ხომ ნათლად გამოცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს (მივიტანეთ სცენა, ეკრანი, განათება, გახმოვანება)... იყო ერთი ამბავი, ხალხი გვირეკავდა მოსასვლელად. ახლა ყველამ იცის უკვე, ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა და დააბნია (მოსასვლელად გამზადებული) ამომრჩეველი, რომ არ მოსულიყვნენ აქციაზე. დიახ, მესიჯბოქსი ნიკანორ მელიასი ასეთი იყო: "არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის"! რუსთაველზე ემიგრანტები იყვნენ ჩამოსულები, არც მოვიდა მათ სანახავად, ისტერიაში იყო და რეკავდა ყველგან – არ მიხვიდეთ, ხელი შემეშლება კარგი გეგმის განხორციელებაში და მიშასთვის ცუდი იქნებაო. ცხადია, მაშინ ამომრჩეველმა დაუჯერა მას და არც მიკვირს. შემდეგ იგივე ბევრჯერ გაიმეორა ნიკა მელიამ და რამდენჯერმე დაშალა 50-ათასიანი აქცია, მერე პიპინ-პიპინით ატარა ქუჩაში ენერგეტიკის დაცლამდე, შემდეგ გახსოვთ მისი ფრთიანი ფრაზა: "აქციებმა აქტუალობა დაკარგეს", "ახლა აქციის დრო არ არის, საქმეს ასე სჭირდება", "მიშა ჩემი მეგობარი არ არის და არ და ვერ იქნება მომავალშიც". შემდეგ მაშველ ხიდად დაუდგა ოლიგარქ ივანიშვილს და გამოაცხადა მსხვილი ოპო პარტიის თავმჯდომარემ, რომ აგერ ზოგიერთ ოპო პარტიას რომ აფინანსებს ეს კეზერაშვილია ოლიგარქიო, არადა, 3 თვის წინ გაცხადებული აქვს, კეზერაშვილს პარტნიორად მივიჩნევო. თან ეს იმ დროს გააკეთა ნიკა მელიამ, როცა დასავლეთმა სწორედ ივანიშვილი შეიყვანა ოლიგარქთა სიაში. ასევე, გახსოვთ, ალბათ, ცხელ შემოდგომას დაჰპირდა ამომრჩეველს, სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობდა, უფრო სწორად, "გეგმა" იყო მზაკვრული... საკონტროლო გასროლა კი გუშინ "ჩაატარა" მელიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან, როცა მტერს დაანახა, რომ სააკაშვილს თითქოს, თურმე, მხოლოდ 50-80 კაცი ჰყავს მომხრე, როცა პარტიის (სულ ცოტა ხელფასზე მომუშავე) მობილიზაციის შემთხვევაში იქ ჩვეულებრივად 7 000 კაცი მაინც უნდა იდგეს. ეს აქსიომაა. ნუ, ნამდვილ გულშემატკივარ ხალხზე აღარ ვსაუბრობ (ეს, რა თქმა უნდა, თუ ნება და სურვილი აქვს თავმჯდომარეს და მობილიზაციას მოახდენს). რა კითხვებია დარჩენილი? ნუ, ბრმათათვის შეიძლება არის, მოაზროვნეთათვის კითხვა აღარ არსებობს! ეს ან უმეცრებაა, ან მიზანმიმართული ღალატი. ორივე კატასტროფაა, ერთი განსაკუთრებით1 აი, ეს არის სიმართლე, რომელზეც ვცდილობდი, მაქსიმალურად არ მესაუბრა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანი გუშინდელ ნიკა მელიას აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან გამოეხმაურა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)