|
2022-10-07 19:47:40, 1451 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას
ღარიბაშვილს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აქტუალურია არა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახელით პრემიერის წარმატებული ვიზიტი, არამედ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. „პრემიერის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, კვლავ ვართ მომსწრე, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს, ქართველების, ჩვენი ხალხის სახელით ასეთი დონის წარმატებული ვიზიტი ჩაატარა, ჩვენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ ის, რა უთხრა მელიამ მგელიას და პირიქით. ანუ ის, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ჩამოშლის პირას არის. არადა, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ საქარველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი დონის შესანიშნავი, წარმატებული ვიზიტი. მინდა, მადლობა ვუთხრა მას და მთელ მთავრობის გუნდს, ვინც ამ ვიზიტის წარმატება უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ წულუკიანი ბოლო დღეების განმავლობაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)