|
2022-10-07 17:01:29, 1024 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია საქართველოში თურქეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან ერთად, საქართველოში თურქეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და პერსპექტიული მიმართულებების საკითხები განიხილეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას ბორჯომის ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებაში დახმარებისთვის. ოთარ შამუგიამ ორ ქვეყანას შორის სატყეო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი მზად არის ხელმოსაწერად, ხოლო თევზჭერის მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თაფლის თურქულ ბაზარზე ექსპორტის პოტენციალს, ასევე სამელიორაციო, პლასტიკის პარკების წარმოებისა და ბიოწარმოების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)