16:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 16:35:46, 1107 ნახვა

პოლიტიკა
ალიევი - მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი დისკუსიისთვის

მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი დისკუსიისთვის, ანუ სამმაგი ფორმატით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. 

მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა დასძინა, რომ პლატფორმის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა.

აზერბაიჯანის ა​სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების როლი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე. მან ხაზი გაუსვა ამ პრინციპის მიმართ თანაბარი მიდგომის მნიშვნელობას და მის უპირატესობებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში და ასევე აღნიშნა ამ პრინციპთან მიმართებაში შერჩევითი მიდგომების მიტოვების მნიშვნელობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics