15:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 11:36:58, 1192 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი დმანისის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო

ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დმანისის საავადმყოფოს განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკას სრულიად ახალი და თანამედროვე რენტგენის აპარატურა უკვე გადასცა. იგეგმება კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა.  

ზურაბ აზარაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ამბულატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც ტელემედიცინის პროგრამას გაეცნო. პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე 27 სოფლის ამბულატორიაშია დამონტაჟებული, წლის ბოლომდე კი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება.  

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი აბაიაძე და სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი იმყოფებოდა. სამედიცინო დაწესებულებები, მათთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილმა დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics