|
2022-10-07 11:36:27, 1740 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი რუს სამხედროებს - თქვენი ლიდერი ახლა ბუნკერში იმალება, რომელსაც თქვენი ზიზღის და გამჭრიახობის ეშინია
თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის არ ათავისუფლებთ, სწორედ იმალება თქვენი ლიდერი ბუნკერში და არ დგას თქვენს გვერდით. მას ეშინია თქვენი გამჭრიახობის და ზიზღის,- ასე მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს. მისი თქმით, რუსები ანადგურებთ ქალაქებს, სადაც ცოტა ხნის წინ კარგ მეზობლად ითვლებოდნენ და რუსულად საუბრობდით. ახლა კი თაობებს შორის მტრობა დათესეს. „თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის არ ათავისუფლებთ. თქვენ ანადგურებთ ქალაქებს, სადაც ცოტა ხნის წინ კარგ მეზობლად ითვლებოდით და რუსულად საუბრობდით. ახლა კი თაობებს შორის მტრობა დათესეთ”,- განაცხადა რეზნიკოვმა. რეზნიკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მოსკოვში ან ნატოს ქვეყნებშია ჩაფლული, რომელთა წინააღმდეგაც გამოდის კრემლი. „ბევრმა თქვენგანმა გააცნობიერა, რომ სამართლიანი მიზნისთვის არ გამოგგზავნიან სასიკვდილოდ. შესაძლოა, ამიტომაც იმალება თქვენი ლიდერი ბუნკერში და არ დგას თქვენს გვერდით. მას ეშინია თქვენი გამჭრიახობის და ზიზღის", - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრის თქმითვე, უკრაინის ომში კიდევ ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპება. „კიდევ ათასობით რუსი ბიჭი დაიღუპება, კიდევ უფრო მეტი დარჩება ხელ-ფეხის გარეშე. მაგრამ მათ შეარცხვენენ და თქვენ დამნაშავე იქნებით... გაიხსენეთ ჩეჩნეთის ომები. თქვენ უკვე გღალატობენ ისინი, ვინც „Tik-Tok-ში“ იბრვის. ჩვენ სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობას გარანტიას ვაძლევთ ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. თქვენ მაინც შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია დამცირებისგან",- ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გახდა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)