07:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 10:58:21, 864 ნახვა

საზოგადოება
2023 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 15.7%-ით გაიზარდა.

სოფლის განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტი ზრდის მიზანია, სახელმწიფომ ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გახადოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. ბიუჯეტი გაიზარდა პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის.

„ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების პროცესში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები დიდ დახმარებას უწევს ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, ექსპორტის ზრდის და იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიულ მიზანს ემსახურება; 2023 წელს, სახელმწიფო თანადაფინანსებას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში ზრდის“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის არსებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები ქმნის შესაძლებლობებს, შეიქმნას მაღალი ხარისხისა და უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია. ერთ-ერთი სისტემური პროექტი, რომელიც ამ მიზნით ხორციელდება არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროექტი მხარს უჭერს აგრომეწარმეებს გაეზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით. 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სოფლის განვითარების სააგენტოს მეტი შეღავათიანი სესხის გაცემის შესაძლებლობას აძლევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics