17:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 16:07:50, 1260 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი მოითხოვს, რუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისგებისთვის, სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, რუს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს გაასამართლებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ზელენსკიმ სპეციალური ტრიბუნალის შესახებ განცხადებით პარიზში მიმდინარე კონფერენციის - „ომი და სამართლის“ მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა დაისაჯნონ.

„ჩვენ პასუხისგებაში უნდა მივცეთ ისინი, ვისი გადაწყვეტილებითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ისინი, ვინც თავდაპირველი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული, რომელშიც თავმოყრილია ის ბოროტება, რაც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიდინეს. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუციური საფუძველი, რომ დანაშაულისთვის რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას პასუხი აგებინოს... უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას, რათა დაისაჯონ ისინი, ვისზეც, სამწუხაროდ, არ მიუწვდება ხელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობა შეაქო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics