|
2022-10-05 14:14:01, 1295 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა. „ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ყველა დეტალი და დაიწყო ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც ხვალ დილის 10 საათზე დასრულდება. ამიტომ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნება ხვალ იქნება“, - განაცხადა მან. . მოგვიანებით, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცება. "მე მივესალმები წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით პუტინის ყალბ რეფერენდუმზე ან უკრაინის ნებისმიერ ანექსიაზე", - წერს ფონ დერ ლაიენი. სანქციების მერვე პაკეტი შეიქმნა რუსეთის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების გამართვისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)