16:19 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:16:05, 800 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობა 2022“-ის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„გასულ უქმეებზე ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება - „თბილისობა“ გაიმართა, რომელიც ორწლიანი პაუზის გამო, ყველას მონატრებული გვქონდა. საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, უამრავი ადამიანი იყო გამოსული ამ ორი დღის განმავლობაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომელიც უშულოდ ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში და ღამეებს ათენებდა იმისთვის, რომ იქ მისულ ადამიანებს თავი სასიამოვნო გარემოში ეგრძნოთ. ასევე, მადლობას ვუხდი კონცერტებში მონაწილე მუსიკოსებს, მომღერლებს, ტექნიკურ ჯგუფებს; კომპანიებს, ვინც შექმნეს თბილისური გარემო და გააცოცხლეს თბილისური ისტორიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც დედაქალაქში უსაფრთხოების დაცვა უმაღლეს დონეზე უზრუნველყვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics