00:44 - 09 May, 2026
|
2022-10-05 11:30:02, 1227 ნახვა
მსოფლიო
მორავეცკი - უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არის მთელი რუსეთის ომი და არა მხოლოდ პუტინის
უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არის მთელი რუსეთის ომი და არა მხოლოდ პუტინის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე რუსეთმა მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი დემონები - კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი, ნაციონალიზმი გააღვიძა. "ჩვენ გვეგონა, რომ ეს დემონები ბნელ წარსულში დარჩნენ, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, კრემლი მათ რუსულ საზოგადოებაში პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს. სამწუხაროდ, "რუსული სამყაროს" იდეოლოგია რუსეთში ძალიან ცოცხალია", - თქვა მორავეცკიმ. მისივე თქმით, რუსეთი უნდა შეიცვალოს, რათა მეზობლებისთვის მომავალში საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)