17:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 15:44:15, 1118 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური ახალი ავტომობილებისა და ავეჯის შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რითაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი ავტომობილებისა და ავეჯის შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, „თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სამსახურის დისკრედიტაცია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ 3 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ახალი ავტომობილებისა და ავეჯის შესყიდვის შესახებ. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები (საბაჟო დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი და ა.შ.) განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ სხვადასხვა რეგიონში გადაადგილება. აღნიშნული პირების უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილია, სპეციალიზირებული კონფიგურაციის (მათ შორის პიკაპის კორპუსის მქონე სატვირთო მანქანები) სატრანსპორტო საშუალებები. მათ გადაადგილება უწევთ მკაცრ კლიმატურ პირობებში, ისეთ მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა: ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის, დმანისის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები და სხვა. ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული სამორიგეო ცვლისთვის განკუთვნილი ავტომობილები მოძველებულია და არ ექვემდებარება სათანადო შეკეთებას, რის გამოც მოხდა მათი ჩანაცვლება მკაცრად განსაზღვრული საბაზისო და ეკონომიური პარამეტრების მქონე ავტომობილებით.

ავტოპარკის განახლების პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამოათავისუფლა, ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალებები და კანონმდებლობით დადგენილი წესით (ისევე როგორც გასულ წლებში), მოაქცია სახელმწიფო საკუთრებაში (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში ), შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საოფისე ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით კი განვმარტავთ, რომ: მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 1“-ს შენობის და ქ.თბილისში გულუას ქ. N4-ში მდებარე აუდიტის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, აშენდა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტები: „ლაგოდეხი“ და „ნინოწმინდა”. შესაბამისად, შეიქმნა დამატებითი სამუშაო სივრცეები თანამშრომლებისათვის რაც თავისთავად მოითხოვს საოფისე ინვენტარით აღჭურვას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სამსახურის დისკრედიტაცია“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics