|
2022-10-04 13:37:02, 1423 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ოლქის ანექსია დაამტკიცა
რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ოლქის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსია დაამტკიცა. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. როგორც ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, უკრაინის რეგიონების ანექსიის პროცედურა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით დასრულდება. ამასთან, გუშინ 3 ოქრომბერს, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა ოლქების რუსეთის ფედერაციის შეყვანის გადაწყვეტილებას, რომელსაცპუტინმა და რეგიონების „მარიონეტ“ ლიდერებთან ერთად 30 სექტემბერს კრემლში მოაწერა ხელი. საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით:
გარდა ამისა, კონსტიტუციური კანონების მიხედვით ახალ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ მუშაობის, განათლების, სტაჟის, პენსიის მიღების, სოციალური და სამედიცინო დახმარების უფლებებიც. 2023 წლის 1 ივნისისთვის ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების ტერიტორიული შტოები ოთხ რეგიონში გამოჩნდება. გარდამავალ პერიოდში იქ პროკურატურაც გაიხსნება და რუსეთის სასამართლო სისტემა ფუნქციონირებას დაიწყებს. რუბლი გახდება ფულადი ერთეული ახალი ერთეულების ტერიტორიაზე, ხოლო უკრაინული გრივნა ნებადართულია მიმოქცევაში 2022 წლის ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით ჩაატარეს. უკვე 30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. იმავე დღეს კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა ანექსიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ. ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)