|
2022-10-04 13:25:36, 1231 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციას - მაშინ რომ გქონოდათ უვიზო რეჟიმი ევროპასთან, საქართველოში შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა
„ვუსმენდი ოპოზიციიდან გამომსვლელებს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ არა ერთ მათგანს წლის დასაწყისში დაწერილი გამოსვლები დააქვს ყველა სხდომაზე და ერთი და იგივეს ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვუპასუხეთ ამ განცხადებებს",- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით მნიშნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „შეგახსენებთ ოპოზიციაში კოლეგებს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაეწერა ჩვენი ხალხის და საქართველოს არჩევანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც მხარი არ დაუჭირეთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა ნატოში გაწევრიანებისთვის და ყველაზე დიდი წვრთნები რეგიონში ნატოს ეგიდით სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა საქართველოში. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც რვა თვის განმავლობაში პარლამენტში არ შემოხვედით და უარი თქვით მუშაობაზე, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას ფუნქციური და გამართული საპარლამენტო მუშაობა. როცა მართლა პრობლემა იყო და დიდი პრობლემა, თქვენ უარი უთხარით საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ ქვეყანას, რომ გემუშავათ პარლამენტში და დღეს რა პრობლემებზე გვესაუბრებით და საერთოდ, საინტერესოა, თქვენი წარმოდგენა პრობლემებზე მუშაობის როგორია. შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენი ხელისუფლების დროს დატოვა საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ საქართველო. მაშინ რომ საქართველოს ჰქონოდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მერწმუნეთ რომ საქართველოში შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა თქვენი ხელისუფლების და თქვენი მართვის სტილის გამო. ყველა წავიდოდა ამ ქვეყნიდან. დღეს ეს მაჩვენებელი არის ბევრად ნაკლები",-განაცხადა თალაკვაძემ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)