|
2022-10-04 10:28:37, 744 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა
რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც მარტში პირდაპირ ეთერში გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა. ოვსიანკოვას ყოფილი ქმრის თქმით, სასამართლომ ოვსიანკოვას შინაპატიმრობა შეუფარდა, რომლიდანაც ის ქალიშვილთან ერთად გაიქცა. მისივე თქმით, ოჯახის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობი რჩება. შეგახსენებთ, ოვსიანიკოვა საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მარტში გახდა, როდესაც მან ხელი შეუშალა პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობას ომის საწინააღმდეგო პლაკატებით.იგი მცირე ხნით დააკავეს და შემდეგ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მარტის პროტესტის შემდეგ, ოვსიანიკოვამ გარკვეული დრო საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაში. ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის რუსეთში ბრუნდებოდა შვილების მეურვეობის შესახებ დავის მოსაგვარებლად.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)