|
2022-10-03 21:07:37, 3116 ნახვა
ეკონომიკა
მტვერსასრუტი ველი სთორზე - შეუცვლელი დამხმარე დიასახლისებისთვის
დღესდღეობით, თანამედროვე მსოფლიოში ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად, უამრავი ევოლუციური, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ტექნიკა დანადგარი იქმნება. მათ შორის, მწარმოებლები საკმაოდ ბევრს შრომობენ ჭკვიანი სახლის კონცეფციაზე და უკვე უამრავი სმარტ ნივთის შეძენა სახლის ჩვეულებრივი პირობებისთვისაც შეგიძლიათ. ყველაზე განსაკუთრებული, პრაქტიკული და საყვარელი ნივთი განსაკუთრებით დიასახლისებისთვის, ჭკვიანი რობოტი მტვერსასრუტი არის. ის დამატებითი ძალისხმევის გარეშე, სწორი მოვლის შემთხვევაში, შინ დაბრუნებულს, თქვენს სახლს დასუფთავებულს დაგახვედრებთ. Veli.store-ზე მტვერსასრუტების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. ველიზე არამხოლოდ ჭკვიანი მტვერსასრუტი, არამედ კლასიკური, ხელის და პორტატული მტვერსასრუტის შეძენაც შეგიძლიათ. უფრო კონკრეტულად, ველი სთორზე Midea-ს, Ilife-ის, Anker-ისა და Xiaomi-ს რობოტ მტვერსასრუტებს შეხვდებით, რომელთა ღირებულება 539 ლარიდან 1,499 ლარამდე მერყეობს. რობოტი მტვერსასრუტი შესანიშნავი გამოსავალია იდეალურად სუფთა სახლის შესანარჩუნებლად, თანაც თითის განძრევის გარეშე. ბევრ ახალ მოდელს, მათ შორის ბიუჯეტურსაც ყველა ფუნქცია აქვს თქვენი სახლის დასუფთავებისთვის, ლაზერული სანავიგაციო სენსორებიდან დაწყებული თქვენი იატაკის რუკის შედგენის, ტელეფონისა და ხმოვანი კონტროლის ფუნქციებით დამთავრებული. თუმცა, მისი სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია რათა ერთის მხრივ არ შეფერხდეს დასუფთავების პროცესი, ხოლო მეორე მხრივ თავად მოწყობილობა არ გამოვიდეს მწყობრიდან. რობოტი მტვერსასრუტის გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ იატაკიდან აღებული გაქვთ კაბელები, მობილური ტელეფონის დამტენები, ასევე აკეცილი გაქვთ გრძელი ფარდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა კაბელებში ან გრძელ ფარდებში აიხლართოს და უფუნქციო გახდეს. იგივე წესი ვრცელდება ნებისმიერ წვრილ საგანზე, რომელიც ადვილად იწოვება ვაკუუმში, როგორიცაა მაგალითად წინდები. თუ გყავთ ბავშვები ან შინაური ცხოველები, დარწმუნდით, რომ სათამაშოები და აქსესუარები შენახული გაქვთ. მაგიდის ქვეშ დაყრილი ნამცეცებისთვის შეგიძლიათ სკამები ან მაგიდაზე შემოალაგოთ, ან ოდნავ უკან გამოწიოთ, რათა რობოტმა მტვერსასრუტმა მოძრაობა შეძლოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მტვერსასრუტი, იდეალურ შემთხვევაში რობოტი, თუმცა სხვა კატეგორიებიც არანაკლებ, ოჯახში არაჩვეულებრივი დამხმარე ნივთებია, რათა ნაკლები ძალისხმევითა და ნაკლებ დროში თქვენი სახლი იდეალურად წკრიალებდეს. როგორც წესი, მაგალითად კლასიკური მტვერსასრუტი სხვადასხვა ზომისა და მასალის თავაკებით იყიდება, რათა იატაკის, რბილი ავეჯის და კუთხეების დასუფთავება შეძლოთ. როგორც წესი, ასეთივე დეტალები მოჰყვება ხელის მტვერსასრუტსაც, რომელიც ჩანაფიქრშივე სხვადასხვა მასალის ზედაპირის გასასუფთავებლადაა გათვალისწინებული.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)