00:47 - 09 May, 2026
|
2022-10-03 15:58:36, 884 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო უწყებამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. უწყება მიიჩნევს, რომ დიპლომატის ბოლო ქმედებები და განცხადებები "მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი იყო". საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რიაბოკონს, ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქვეყნის დასატოვებლად ხუთი დღე მიეცა. „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონების უკანონო ანექსიის შესახებ", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)