16:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 16:21:10, 1635 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა კუპიანსკში მშვიდობიანი მოქალაქეების ავტომობილების კოლონა დაბომბეს - დაიღუპა 20 ადამიანი

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ავტომობილების კოლონა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ,- ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი.

„ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალები ზუსტდება. ოკუპანტები თავს დაესხნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ცდილობდნენ დაბომბვისგან თავის დაღწევას. ეს არის სისასტიკე, რომლის გამართლებაც შეუძლებელია“,- წერს სინუბეგოვი.

ცნობისთვის, თავდასხმა ლუგანსკის ოკუპირებულ სვატოვსა და ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ კუპიანსკს შორის მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics