|
2022-09-30 16:44:05, 850 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი რამდენიმე ქალაქის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქს 14 ქალაქის დელეგაცია ეწვია. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს, ზაარბრიუკენის მერს უვე კონდრატს და რომის მერის მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ანნის გაბრიელე ფილიპს უმასპინძლა. კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს „თბილისობის“ დღესასწაულისადმი დაგეგმილი ღონისძიებები მოეწონებათ. უცხოელ კოლეგებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა ასევე, დაძმობილებულ ქალაქებთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „თბილისი ულამაზესი ქალაქია თავისი კულტურით, ტრადიციებით, შენობა-ნაგებობებით. ვცდილობთ, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოვაწესრიგოთ, გავალამაზოთ ქუჩები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა, ვინც თბილისს ერთხელ მაინც ეწვია, შეყვარებულია მასზე და დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული დღეები თქვენც მოგეწონებათ, მოიხიბლებით ქართული კულტურით, სამზარეულოთი და ღვინით, რომლითაც ვამაყობთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქში ვიზიტით ძალიან ისიამოვნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლოდ დაგეგმილ ორმხრივ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, რომის მერიის წარმომადგენელმა, ასევე, ბაქოსა და ზაარბრიუკენის მერებმა კახა კალაძეს თბილისში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)