|
2022-09-30 16:42:15, 857 ნახვა
საზოგადოება
II ქვეით ბრიგადაში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლებას II ქვეითი ბრიგადა უკვე მეექვსედ მასპინძლობს და წელს მას 21 მონაწილე ჰყავს. სწავლებაში სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართული. სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის „ღირსეული პასუხი 2022“-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. წელს „ღირსეულ პასუხს“ ახალი მიმართულება - ავიაციის კომპონენტიც დაემატა. მედიასწავლების აღსრულების ფაზაში ჩართულები არიან ამერიკელი დამკვირვებლებიც. „ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება, ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოუწევთ. სწავლების პირველი ეტაპი ძირითადად თეორიულ კურსს მოიცავს, მათ შორისაა საზოგადოებასთან ურთიერთობა საბრძოლო მოქმედებებში, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში, სტრესის მართვა, თვითგადარჩენა საველე პირობებში, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, კიბერუსაფრთხოება, ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციები. „ღირსეული პასუხი 2022“ ხუთი დღე გაგრძელდება. მასში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს და სტუდენტებს სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN”. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში მათ ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტები და ჟილეტებიც დაურიგდებათ.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)