17:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 14:25:59, 896 ნახვა

საზოგადოება
3-18 ოქტომბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

3-18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

ლანჩხუთი - 03.10.2022 - ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით - 10:00-17:00

გურჯაანი - 03.10.2022 - თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) - 10:00-17:00

ლენტეხი - 04.10.2022 - თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

ყვარელი - 04.10.2022 - კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან - 10:00-17:00

ხონი - 05.10.2022 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

დუშეთი - 06.10.2022 - რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი - 10:00-17:00

ვანი - 06.10.2022 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

ბაღდათი - 07.10.2022 - წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

ამბროლაური - 10.10.2022 - კოსტავას ქ. 20 - 10:00-17:00

ასპინძა - 10.10.2022 - მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

მარტვილი - 11.10.2022 - თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ - 10:00-17:00

ცაგერი - 12.10.2022 - რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ - 10:00-17:00

ონი - 13.10.2022 - აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ - 10:00-17:00

საჩხერე - 17.10.2022 - თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

ტყიბული - 18.10.2022 - კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

ამბროლაური - 24.10.2022 - კოსტავას ქ. 20 - 10:00-17:00

ყაზბეგი - 27.10.2022 - გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია - 10:00-17:00

კასპი - 28.10.222 - სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან - 10:00-17:00





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics