|
2022-09-30 14:27:35, 831 ნახვა
საზოგადოება
ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მიიღო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი კონტინენტური ევროპის საკითხებში იზაბელ დუმონი და საფრანგეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის და შავი ზღვის საკითხებში, სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრის როკეფეი. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და დატვირთულ დღის წესრიგს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, რის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს მათი ვიზიტი საქართველოში, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ფრანგულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. მინისტრმა ფრანგ დიპლომატებთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდის გამართვის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს მიმართ გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციას. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან და ქართული მხარის მოლოდინებთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მხარეები მიესალმნენ ამა წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების ლიდერები. იზაბელ დუმონმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული ოჯახის წევრებს მოლაპარაკებების დამატებითი პლატფორმა შესთავაზა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)