|
2022-09-30 12:26:49, 798 ნახვა
მსოფლიო
დღეს, ნატო-ს გენერალური მდივანი დაუგეგმავ პრესსკონფერენციას გამართავს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს, დაუგეგმავ პრესსკონფერენციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ალიანის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პრესსკონფერენცია კიევის დროით 19:00 საათზე დაიწყება, გამოსვლის თემა უცნობია. პრესსამსახურის ცნობით, მისი გამოსვლა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სტოლტენბერგის სასწრაფო გამოსვლა დღეს გაიმართება, როდესაც რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმებს" არალეგიტიმურად ჩათვლიდა . შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის „დამოუკიდებლობის“ განკარგულებას ხელი მოაწერა. ეს ქმედება წინ უსწრებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ცერემონიას, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს 15:00 საათზე კრემლში გაიმართება. ამასთან, მოწვეული იქნება ასევე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)