|
2022-09-29 17:32:18, 1647 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას მოიწვევს
ვოლოდიმირ ზელენსკი, ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას მოიწვევს,- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერხი ნიკიფოროვმა განაცხადა. მისი თქმით, დღის წესრიგისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით განაცხადებს. „პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგს და სხვა დეტალებს მოგვიანებით გამოვაცხადებთ",- განაცხადა ნიკიფოროვმა. შეგახსენებთ, რომ ხვალ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. როგორც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი ანექსიას ხვალ 15:00 საათზე გამოაცხადებს. ამასთან, მოწვეული იქნება ასევე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაც. ჩნობისთვის, 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)