17:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:16:04, 668 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ციფრული შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) მეწარმე ქალებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობები შექმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესები, რომლებსაც სურთ მოაწესრიგონ და გააციფრულონ ბუღალტერია, სამი თვის მანძილზე, სრულიად უფასოდ შეძლებენ ისარგებლონ Nexia TA-ს მომსახურებით.

„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო ვაძლიერებთ მცირე და საშუალო ზომის ბინზესებს და განსაკუთრებით იმ ბიზნესებს, რომელთა დამფუძნებლები (ან 50%-იანი წილის მფლობელები) ქალები არიან. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) და Nexia TA-სთან ერთად ჩვენ შევქმენით ახალი ციფრული შესაძლებლობა ქალი მეწარმეებისთვის. ეს მათ დაეხმარებათ, ჰქონდეთ მოწესრიგებული ბუღალტერია, უკეთ დაინახონ მათი კომპანიის რეალური ფინანსური მდგომარეობა, ისარგებლონ მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებითა და წინასწარდამტკიცებული საკრედიტო ლიმიტებით. ასევე, ფინანსური ხელმისაწვდომობა გახადონ კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი. მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და Nexia TA-ს, რადგან ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს შესაძლებლობებს ქალი მეწარმეებისთვის“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

„პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით. ჩვენთვის საამაყოა ხელი შევუწყოთ ისეთ ქალ მეწარმეებს, რომლებიც ბიზნესებს წარმატებით უძღვებიან“, - განაცხადა JICA-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა მორი ჰიროიუკიმ.

„პროექტის ფარგლებში, 10 კომპანიას გავუწიეთ მომსახურება, რომელსაც ქალები უძღვებიან. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერება, მხარდაჭერა და ქვეყნის ეკონომიკაში ჩართვა, სულ უფრო აქტუალური ხდება. Nexia TA ყოველთვის მზად არის განახორციელოს პროექტები და აქტივობები, რომლითაც ქალები მოახდენენ საკუთარი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზებასა და ბიზნესების განვითარებას“, - განაცხადა გელა მღებრიშვილმა, Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა.

ინფორმაციისთვის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფისი საქართველოში 2017 წელს გაიხსნა. მას შემდეგ სააგენტო ჩართულია საქართველოს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ადამიანური რესურსების განვითარება, ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და გარემოს განვითარება. JICA-ს დღემდე განხორციელებული აქვს არაერთი საგრანტო პროექტი. JICA საქმიანობას ახორციელებს ველზე ორიენტირებული მიდგომით, ადამიანის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics