|
2022-09-29 11:01:24, 791 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული დაპირისპირებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილების პროვოკაციას სამი სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრა უნდა შეწყდეს და საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ. პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო და ზავის დარღვევაში ოფიციალური ერევანი დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის სამხედროებმა კელბაჯარის რაიონის მიმართულებაზე განთავსებულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად ერთი სამხედრომ სხეულის დაზიანება მიიღო. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 207, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 79 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)