15:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 19:41:12, 1708 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

მისივე  თქმით, გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა.

"გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი მოჩვენებითი რეფერენდუმები არის მიწის მიტაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღის გამოყენების შესახებ, არის ესკალაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics