|
2022-09-28 18:51:07, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - გერმანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აგრძელებს
გერმანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას აგრძელებს. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია არასდროს აღიარებს ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ოთხ რეგიონში. "კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ისევე როგორც, იარაღის მიწოდებას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)