19:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 15:48:35, 963 ნახვა

მსოფლიო
დუმის სპიკერი - რუსეთი ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს, საზღვრებზე მიტოვებული მანქანების ბედზე ადგენს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პალატის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ადგენს ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს, მათ მიერ საზღვრებზე მიტოვებული მანქანების ბედზე.

" ჩვენ ვადგენთ სიებს, ვინც ახლა მიდის. თქვენ გგონიათ, რომ მიდიან და ვერავინ ხედავს ვინ წავიდა ან რატომ წავიდა? ახლა უკვე ტოვებენ მანქანებს და მერე ფეხით მიდიან, ან ველოსიპედებზე, რომლებიც, როგორც ამბობენ, უკვე მანქანის ფასი აქვს. ჩვენ ასევე უნდა დავფიქრდეთ - ვის მივცეთ ეს ავტომობილები, იქნებ სწორი იყოს იმ ბიჭების ოჯახებისთვის გადაცემა, რომლებიც წავიდნენ სპეციალურ ოპერაციაზე," - განაცხადა ვოლოდინმა.

როგორც სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ანდრეი გურულევმა განაცხადა, არსებობს რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის ერთიანი მონაცემთა ბაზა და ვინც გადაკვეთა საზღვარი, აისახება ამ ერთიან ბაზაში

"პირველ რიგში, არ არის საჭირო რაიმე სიების შედგენა. არსებობს რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის ერთიანი მონაცემთა ბაზა. ვინც გადაკვეთა საზღვარი, აისახება ამ ერთიან ბაზაში", - განმარტა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics