19:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 12:49:36, 1079 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - მობილიზაციის შემდეგ პუტინს ხარკოვისა და ოდესის დაკავება სურს

მობილიზაციის შემდეგ პუტინს ხარკოვისა და ოდესის დაკავება სურს,- ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი კვლავ აგრძელებს უკრაინის ხელში ჩაგდების გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნის მიღწევის შანსი სულ უფრო მცირეა.

მათივე ცნობით, კრემლთან დაახლოებული ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ რუსეთი საბოლოოდ შეძლებს დაიბრუნოს ინიციატივა და კიდევ უფრო შეაღწიოს უკრაინაში, ამასთან შესაძლოა, რომ დაიპყროს ისეთი საკვანძო ქალაქები, როგორიცაა ხარკოვი და ოდესა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოუდგენელია კიევის ბოლოდროინდელი ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, რუსი ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ძალებს შეუძლიათ უკრაინა ჩიხში მიიყვანონ და უზრუნველყონ რაიმე სახის წინსვლა, რომელიც დაადასტურებს მათ მიღწევებს მაინც”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამისთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 300 000 მობილიზებულმა ჯარისკაცმა, ცუდად გაწვრთნილმა და მოტივირებულმა, შეძლოს ბრძოლის ველზე მდგომარეობის შეცვლა. 

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა.

კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics