|
2022-09-28 12:30:01, 898 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „სადგურის მოედანზე“ - დავიწყოთ მუშაობა გვირაბის გაგანიერებაზე, რომ გადაადგილება პრობლემა არ იყოს
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში იყო კიდევ ერთი შესასვლელი, რომელიც დღეს კერძო ტერიტორიაა და მუნიციპალიტეტი მის დაბრუნებას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „მეტროშიც გვაქვს გარკვეული პრობლემები, მით უფრო, პიკის საათში. ეს არის განსაკუთრებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაიდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს. მეტროს, გადაყვანის - ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან გვაქვს ეს დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ. კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პრობლემა ასევე იქმნება მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, სადაც მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება. „იმ 70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. მინდა, მოგიწოდოთ უფრო მეტი ჩართულობისკენ, ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით. პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე, იმისთვის, რომ რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერის თქმით, მეტროპოლიტენში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მუდმივად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები როგორც მგზავრთა უფრო დიდი ნაკადების მომსახურების, ისე უსაფრთხოების მიზნით. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებამდე და შემადგენლობების დამატებამდე, მეტროში მოცდის დრო 7-8 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდა. გარდა ამისა, მერმა აღნიშნა, რომ მეტროში სრულად შეიცვალა ძალოვანი კაბელები სასიგნალიზაციო სისტემებისა და დისპეჩერიზაციის მოწყობის ჩათვლით. ასევე, შეიცვალა სავენტილაციო აგრეგატებიც.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)