|
2022-09-28 09:54:57, 1680 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერომ ე.წ რეფერენდუმის საკითხი სესიაზე კენჭისაყრელად წარადგინა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს მოსკოვი მისი განცხადების შემდეგ, რომ უკრაინის ოთხი რეგიონის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა რუსეთთან შეერთების მომხრეა. შეერთებულმა შტატებმა და ალბანეთმა კენჭისყრაზე უკვე წარადგინეს რეზოლუციის პროექტი ე.წ. „რეფერენდუმების“ შესახებ, რომელიც ოკუპირებულ მიწებზე წინა დღით დასრულდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ადრე პირობა დადო, რომ დასავლეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას. "ფიქტიური „რეფერენდმები“, ბირთვული რიტორიკა შერწყმულია რუსეთში შეიარაღებული ძალების მობილიზებასთან. ეს ყველაფერი კონფლიქტის სერიოზული ესკალაციაა" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებას არ აპირებს. „რეფერენდუმები“ 23 სექტემბერს დაიწყო და საველე საარჩევნო კომისიის წევრებს ხმების შეგროვებისას სახლში ხშირად შეიარაღებული პირები ახლდნენ. ბიულეტენები შეიცავდა ერთ კითხვას: "გსურთ თქვენი რეგიონი გახდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში?"
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)