|
2022-09-27 22:47:43, 1186 ნახვა
პოლიტიკა
კირილე - ყველას მოვუწოდებ სულიერი მობილიზაციისკენ, რაც ყველა ძალის მობილიზაციას დაეხმარება
ყველას მოვუწოდებ სულიერი მობილიზაციისკენ, რაც ყველა ძალის მობილიზაციას დაეხმარება. - ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა რუსებს ქადაგების დროს განაცხადა. მისივე თქმით, ეს საბოლოო ჯამში, დაეხმარება შერიგდნენ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ. "ჩვენ მოვაღწიეთ საბედისწერო დრომდე, საბედისწერო დროს კი უნდა განვაახლოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი ცნობიერება და მეხსიერება გავამახვილოთ, დავუკვირდეთ ბევრ რამეს, რასაც ჯერ კიდევ გუშინ ყოველგვარი ყურადღებისა და დარდის გარეშე ვუყურებდით. და, აი, მაშინ ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომლისკენაც მე ახლა ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზაციასაც დაეხმარება და, ეჭვგარეშეა, ეს, ამავდროულად, საბოლოო ჯამში, დაეხმარება შერიგდნენ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)