16:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 19:47:44, 1518 ნახვა

სხვადასხვა
ტექნოლოგიური ინსტიტუტისა მეგაპროექტზე მუშაობა იწყება

მთავრობის ადმინისტრაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომისიამ დაიწყო აქტიური მუშაობა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტექნიკურ-საპროექტო ღონისძიებებზე. დაისახა გეგმები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება, განსაკუთრებით კი CERN -თან და CNAO-სთან სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირება.
კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანათავმჯდომარე კი - ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ,,ქართუ" ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართუ" ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.
საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics