18:44 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 20:51:45, 1583 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ გამართულ „რეფერენდუმებს" არ აქვთ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის

რუსეთის მიერ გამართულ „რეფერენდუმებს" არ აქვთ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის. - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

"ნატოს მოკავშირეები ურყევად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და თავდაცვის უფლებას. რუსეთის მიერ გამართულ ფიქტიურ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics