00:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 17:12:46, 800 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - აშოტ სმბატიანთან, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics