|
2022-09-27 16:13:51, 637 ნახვა
საზოგადოება
კაკაბაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 3 119 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. „ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანი „სკინჩი“ ახორციელებს. პროექტი კი, დაფინანსებულია 250 000 ლარით.”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)