|
2022-09-27 15:23:08, 4462 ნახვა
მსოფლიო
დვორჩიკი - პოლონეთი არ აპირებს იმ რუსების მიღებას, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინს და უცებ დემოკრატები გახდნენ
პოლონეთი არ აპირებს, ქვეყანაში მიიღოს რუსები, რომლებიც ნაწილობრივ მობილიზაციას გაურბიან, - უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსმა, მიხალ დვორჩიკმა განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პოლონეთი პოლიტიკური შეხედულებების ან ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო რეპრესირებული პირებისთვის საზღვრებს არ ხურავს. „ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ რეჟიმს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აღმოჩნდნენ ფრონტზე, ისინი უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა დვორჩიკმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას გაურბიან, თავშესაფარს არც ევროკავშირის წევრი და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შესთავაზებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)