21:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 14:24:13, 1217 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - რუსეთი არ დაუშვებს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღის გაჩენას

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გაჩნდეს, - ამის შესახებ ტელეგრამ არხზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა დაწერა.

მედვედევის თქმით, რუსეთისთვის მიუღებელია ბირთვული იარაღის გაჩენა კონკრეტულად უკრაინაში, თუმცა როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გამოჩნდეს. მაგალითად, ნაცისტურ უკრაინაში, რომელსაც დღეს უშუალოდ აკონტროლებენ ნატო-ს ქვეყნები. საჭიროების შემთხვევაში რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით ან თუ აგრესიის დროს გამოყენებული ჩვეულებრივი იარაღით საფრთხე შეექმნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობას“, - წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics