00:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 13:08:17, 899 ნახვა

პოლიტიკა
„ამ ეტაპზე, ჩვენ საფრთხეებს ვერ ვხედავთ“ - თავდაცვის მინისტრი საქართველოში შემოსულ რუსებზე

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა "საფრთხეს არ წარმოადგენს".

მისი თქმით, გამშვებ პუნქტებზე ხორციელდება მკაცრი კონტროლი.

"აქამდეც, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი კიდევ უფრო მეტი რესურსით არის გამკაცრებული და ჩვენ  ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურ დონეზე მეკითხებით, ყველა რუსეთის მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი, თეორიული რისკი რაც იყო ის დარჩა. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, ასე რომ ამ ეტაპზე ასე არ ვიხილავ", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ცდილობენ, რის გამოც საზღვართან კილომეტრიანი რიგებია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics