00:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 22:13:55, 1318 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე „ოცნებიდან“ წასულებზე - იდიოტები არიან, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს ანტიდასავლური კამპანიისთვის

ეგ ხალხი იდიოტები არიან, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს ანტიდასავლური კამპანიისთვის. - ამის შესახებ „ გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათზე სერიოზული საუბარიც კი ზედმეტია.

"ჩემი აზრით, ეგ ხალხი იდიოტები არიან, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს ანტიდასავლური კამპანიისთვის. ამის ნაწილია დღევანდელი განცხადებაც, მეტი არაფერი. მაგათზე სერიოზული საუბარიც კი, ჩემი აზრით, ზედმეტია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics