|
2022-09-26 21:33:29, 1274 ნახვა
პოლიტიკა
მედია - პუტინმა კადიროვს დაღესტანში საპროტესტო აქციების ჩახშობა უბრძანა
პუტინმა კადიროვს დაღესტანში საპროტესტო აქციების ჩახშობა უბრძანა. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათივე თქმით, იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ანზორ მასხადოვის შვილმა განაცხადა, რომ კადიროვის მებრძოლთა რაზმი უკვე შექმნილია. "მათი ამოცანა იმ დაღესტნელების დემონსტრაციული ხოცვა-ჟლეტაა, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებულ "მობილიზაციას" ეწინააღმდეგებიან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)