|
2022-09-26 10:30:40, 1531 ნახვა
მსოფლიო
მედია - მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა - პუტინმა, შესაძლოა, საზღვარი ჩაკეტოს
FSB იტყობინება, რომ "ნაწილობრივი" მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Новая газета Европа პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ატმოსფერო ისეთია, რომ უსაფრთხოების ძალები და თავდაცვის სამინისტრო შეძლებენ დაარწმუნონ პუტინი, რომ "დახუროს ქვეყნის გასასვლელი, სანამ გვიან არ არის". მანამდე რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება , რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრები 26 სექტემბრიდან ჩაკეტოს. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ. სულ მცირე ხუთი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)