|
2022-09-26 10:23:16, 1128 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს
იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ასობით ცხედრია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, იზიუმში პირველ მასობრივ საფლავში იპოვეს მთელი ოჯახები, რომლებიც აწამეს და მოკლეს. „ჩვენ ვიპოვეთ დიდი მასობრივი საფლავი, რომელშიც 500 ადამიანი იყო. დღეს მე მივიღე მეტი ინფორმაცია, ჟურნალისტები გზაში არიან. მათ აღმოაჩინეს კიდევ ორი მასობრივი საფლავი, დიდი საფლავი ასობით ადამიანით. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი საფლავია. მოზარდები, კაცები და ქალები და პატარა ბავშვები თავებში ტყვიებით. მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი დაკარგული იყო",- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს. სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას. გარდა ამისა, როგორც გამოცემა Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)