|
2022-09-24 11:29:36, 1312 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს რუსებს, რომლებიც კრემლის შეშლილ იდეებს არ ეთანხმებიან და ამის გამო საფრთხეში არიან
ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს რუსებს, რომლებიც საფრთხეში საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო არიან. - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის ადამიანები, რომლებიც კრემლის გიჟურ იდეებს არ ეთანხმებიან. "მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, რომლებიც საფრთხეში საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო არიან. თუ ხალხი საფრთხეშია, რადგან ისინი არ ეთანხმებიან კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)