14:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 10:15:19, 1635 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - სექტემბრიდან 400-მდე დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული

სექტემბრიდან, დაახლოებით 9 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.  - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შორისაა 400-მდე დასახლებული პუნქტი.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში აქტიური მოქმედებების დაწყებიდან, სექტემბრიდან, დაახლოებით 9 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, 400-მდე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია.ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ კიდევ უფრო გაზარდოთ დახმარება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics