10:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 15:03:22, 1551 ნახვა

სამართალი
გენერალურ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც  25-29  სექტემბერს თბილისში გაიმართება, საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის საორგანიზაციო ჯგუფს შორის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ჰან მორაალი,  გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი,  პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იანა ჰოლსტ ჰუბნერი, საქართველოს პროკურატურის  და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ოთხდღიანი კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში გასამართი სესიების და ვორქშოფების თემებს. 

თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, 60 ქვეყნის 300 პროკურორი, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.

საქართველოს პროკურატურა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics