|
2022-09-23 14:31:00, 1138 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ მუნიციპალიტეტების საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახადა
„საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები წარმოადგენენ. მათთან კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ შესაძლებლობა მისცა, დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ“, - ასე უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ახალი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, მთელი რიგი სამუშაოები შესრულდა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მაგალითად: • ყველა მუნიციპალიტეტში, ყოველდღიურად, სუფთავდება და წესრიგდება 550-მე საბავშვო ბაღის ეზო, 300-ზე მეტი სკვერი და პარკი, 160-ზე მეტი სპორტული მოედანი • მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 200-ზე მეტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500 კმ.-მდე სანიაღვრე არხი • 400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, დამატებითი სამუშაო ძალა მიიღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე • ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებში და დიდი წვლილი შეიტანეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში რაც შეეხება, შეკითხვას, თუ როგორ ფუნქციონირებდნენ აღნიშნული უწყებები, უწყვეტად და ეფექტიანად, დასაქმების ახალი პროგრამის ამოქმედებამდე - ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მუშახელის დეფიციტისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, მუნიციპალიტეტებში, რეალურად არსებობდა გამოწვევები საზოგადოებრივ სამუშაოებზე. დასაქმების ახალმა პროგრამამ კი, შესაძლებლობა მისცა მათ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა გაეზარდათ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)