|
2022-09-23 13:41:02, 1127 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, აშშ საქართველოზე ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისთვის ზეწოლას ახორციელებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ "ავანტიურული ნაბიჯის" გადადგმისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს. არძინბას მტკიცებით, ე.წ. მეორე ფრონტის გასახსნელად, საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს ჯონ პენელი, რომელიც ადრე უკრაინასა და ლიბიაში მუშაობდა, აგვისტოში კი, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. "მან საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უკვე დაიწყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ მორიგი სამხედრო ავანტიურა გაატარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და გახსნან ე.წ. მეორე ფრონტი" - აცხადებს ინალ არძინბა. მისივე მტკიცებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამ პროცესში თბილისში ამერიკის საელჩოც მონაწილეობს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლურ სტრუქტურებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყველა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობენ - "ყველაფერი ჰუმანიტარული ქმედებებით იწყება და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრდება".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)