|
2022-09-23 12:24:37, 1346 ნახვა
მსოფლიო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი - უკრაინაში ნიურნბერგის ექო ჟღერს
"უკრაინაში ნიურნბერგის ექო ჟღერს'' - ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა. კარიმ ხანის თქმით, ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულები კი, სწორედ ჰააგის სასამართლოს ექვემდებარება. "ნიუმბერგის ექო, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს, ახლა ხმამაღლა ჟღერს უკრაინაში. ომის დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და მათზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ტანჯვას, განადგურებას და ეს აძლიერებს ჩემს რწმენას, რომლის თანახმადაც, არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩადენილია დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში გვხვდება" - აცხადებს კარიმ ხანი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)